უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო – ტესტის დავალებათა ნიმუში და ინსტრუქცია
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 29 ივლისის 10:00 საათიდან 19 აგვისტოს 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ გამოცდისათვის ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით. იხილეთ ბმული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდა 3 სექტემბერს ჩატარდება. გამოცდაზე რეგისტრაცია 11:00 საათზე, ხოლო გამოცდა 12:00 საათზე დაიწყება.
გაითვალისწინეთ, რომ:
- რეგისტრაციისას სავალდებულოა ყველა ველის შევსება;
- ასევე სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლის ატვირთვა;
- განაცხადის წარმატებით ატვირთვის შემთხვევაში ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
მოთხოვნა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება:
იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.
გამოცდაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 100 ლარს.
საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;
საიდენტიფიკაციო კოდი: 202198727;
სახელმწიფო ხაზინა, კოდი: TRESGE22;
სახაზინო კოდი: 707627112;
დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ გამოსაცდელის პირადი ნომერი და გამოცდის დასახელება – ზოგადი უნარების გამოცდა.
პირი, რომელიც საჭიროებს სპეციალურ პირობებს, ვალდებულია მიმდინარე წლის 19 აგვისტოს 18:00 საათამდე ცენტრში წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
თუ პირს, რომელსაც სპეციალური საჭიროება წარმოეშობა მიმდინარე წლის 19 აგვისტოს შემდეგ და სურვილი ექნება შეექმნას სპეციფიკური საგამოცდო გარემო, გამოცდის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე ცენტრში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა და სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
პირებს, რომლებიც ატვირთავენ ხარვეზიან განაცხადს, უფლება აქვთ 20 აგვისტოს 18:00 საათამდე გაასწორონ რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი.
იხილეთ ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშები
გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან.
ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხიანი (დახურული) დავალებისგან (თითოეული ნაწილი 15 დავალებისგან). ყოველ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
-
ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტების 10%-ზე მეტი არ გამოცხადდა – ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
დაიგვიანა კიდევ სამმა აბიტურიენტმა – ქართულში ეროვნული გამოცდა გრძელდება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2026 წლის საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს 12 ქალაქში – მზადება სრულდება (ფოტოები)
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი