GE

„ბუნებრივია, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად მეც მოვიაზრები”, – გენადი მარგველაშვილი

მას შემდეგ რაც პარლამენტმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, პარლამენტში 14 ვაკანტური თანამდებობა გაჩნდა.

თავისუფალია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაც, რომელსაც EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, ყოფილი თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი დაიკავებს.

როგორც გენადი მარგველაშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ამ საკითხზე მასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და რეგლამენტის გათვალისწინებით, ორშაბათს უკვე გვეცოდინება საბოლოოდ ვინ დაიკავებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.

„ბუნებრივია, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად მეც მოვიაზრები, რეგლამენტის მიხედვით, ეს ცნობილი გახდება ერთ კვირაში, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ვაკანტური თანამდებობები“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური