SANGU-ს სტუდენტები საერთაშორისო პროექტში – CYCLEPATHS მონაწილეობდნენ
სანგუს სტუდენტები – ანა კოპალიანი და ლუკა კიპაროიძე, Erasmus+ Sport პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტში – CYCLEPATHS, რომელიც თურქეთში, ქალაქ მუღლაში (28 მარტი – 3 აპრილი, 2026) გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 21 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვნენ როგორც საგანმანათლებლო, ისე პრაქტიკულ აქტივობებში, მათ შორის კულტურული ველო-მარშრუტების დაგეგმვაში, სადაც მუღლას კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე დაფუძნებული ტურისტული მარშრუტები შექმნეს.
განსაკუთრებით საინტერესო იყო პრაქტიკული ნაწილი – ველოტური მარშრუტზე – ნარლი კაჰვე – კარაბაღლარის იაილა – მუღლა კონაქალთის კულტურის ცენტრი. რთული ამინდის მიუხედავად, მონაწილეებმა წარმატებით გადალახეს გამოწვევები და უნიკალური გამოცდილება მიიღეს.
პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა მენტეშეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, რამაც საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გააძლიერა.
CYCLEPATHS პროექტმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, შეეძინათ პრაქტიკული გამოცდილება, გაეფართოებინათ პროფესიული ხედვა და საერთაშორისო სპორტული ინიციატივების ნაწილი გამხდარიყვნენ.
-
SANGU-ში საერთაშორისო კონფერენცია – „I HAVE A VOICE“ – „მეც შემიძლია კომუნიკაცია“ გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა მიღებას აცხადებს – ვადები და პირობები
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU – ში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეთ უორდის უმასპინძლეს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი