თუ საჭირო გახდება, სახელმწიფო სასკოლო ფორმებს დაასუბსიდირებს – რას ამბობს განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, სახელმწიფო სასკოლო ფორმებს დაასუბსიდირებს.
მინისტრის მოადგილე გვარწმუნებს, რომ ფორმა იქნება ფინანსურად ხელმისაწვდომი და ოჯახები გადაიხდიან იმაზე ნაკლებ თანხას, ვიდრე ბავშვის სასკოლოდ მომზადებისთვის აქამდე იხდიდნენ:
„ერთია კომფორტი და ყველა მდგენელი, რომელიც სასკოლო ფორმას უნდა ახლდეს და მეორე – იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი. გამიჭირდება ახლა თქმა, ბაზრის კვლევაში კომპანიები რომ მიიღებენ მონაწილეობას, რა იქნება მინიმალური ფასი, თუმცა ერთი რამე ვიცი – ვიცი სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხისადმი. ის არ დაუშვებს არანაირ შემთხვევაში, რომ ფასი წავიდეს. თუ დასჭირდა ამისთვის სუბსიდირება, აუცილებლად დაასუბსიდირებს. ის აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი და იმაზე უფრო იაფი, ვიდრე ჩვენ ვიხდით, როდესაც ბავშვს ვამზადებთ სკოლისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ სეგმენტს და ჩვენს სუბსიდირებას, სოციალურად დაუცველებისთვის, მათ, ვისი ქულაც 60 000 ქვევით არის, სახელმწიფო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სასკოლო ფორმით“.
თამარ მახარაშვილის თქმით, რეგიონების მიხედვით იქნება კონკრეტული ლოკაციები, სადაც ფორმის ყიდვა იქნება შესაძლებელი.
„ყველაფერი გვაქვს გააზრებული, გაწერილი, მათ შორის რეგიონებში იქნება შესაძლებლობა. მანამდე წინ მთელი პროცესი გვაქვს. მონიტორინგი ძალიან სერიოზული თემაა. კონკრეტული ლოკაციები გვექნება რეგიონების მიხედვით, სადაც შეძლებენ სასკოლო ფორმის შეძენას… გრძელი ქვედაბოლო იქნება, მოკლე თუ შარვალი – არჩევანი მათი გადასაწყვეტია. ზოგი მოკლეს იყიდის, ზოგი – გრძელს, ზოგი – შარვალს“, – აღნიშნა თამარ მახარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას, 20 აპრილს.
ასევე იხილეთ:
განათლების მინისტრის მოადგილე მოსწავლის სასკოლო ფორმის სავარაუდო ფასს გვისახელებს
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები