„ევროპის უნივერსიტეტში“ პერსონალის მეოთხე საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს
20-24 აპრილს, „ევროპის უნივერსიტეტი“ პერსონალის მეოთხე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს. 20 აპრილს, კვირეული „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა გახსნა.
უნივერსიტეტის მიერ 20 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტს“ 8 ქვეყნიდან 11 უნივერსიტეტის 18 წარმომადგენელი ესტუმრა, მათ შორის – ესპანეთიდან, ბელგიიდან, ხორვატიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
მისასალმები სიტყვის შემდეგ, კვირეულის მონაწილეებს უნივერსიტეტის სტრუქტურა, აკადემიური პროგრამები და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით განხორციელებული ინიციატივები საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ ორჯონიკიძემ გააცნო.
პირველი დღე ინტერაქტიულ აქტივობებს დაეთმო, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეების ჩართულობას და ინტეგრაციის პროცესს.
დღის მეორე ნახევარში კვირეულის მონაწილეებმა თავიანთი უნივერსიტეტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის სამუშაო შეხვედრები, ვორქშოპები და სოციალურ-კულტურული ღონისძიებები.
აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ქართული კულტურის უკეთ გაცნობას.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი