GE

ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ELFA-ს ყოველწლიურ საერთო კრებასა და კონფერენციას დაესწრო

ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ქეთევან ცხადაძე, ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) 2026 წლის ყოველწლიურ საერთო კრებასა და კონფერენციას დაესწრო.

ალტე უნივერსიტეტის მიერ 21 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება 17-18 აპრილს, ქალაქ ბილბაოში, დუესტოს უნივერსიტეტში (University of Deusto) გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამართლის სკოლების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა აქტუალურ თემას – „ხელოვნური ინტელექტი და იურიდიული განათლება: ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესწავლა იურიდიულ განათლებასა და იურიდიულ პროფესიაზე“ (Artificial Intelligence and Legal Education: Exploring the Impact of AI on Legal Education and the Legal Profession). ღონისძიება ფოკუსირებული იყო ხელოვნური ინტელექტის როლზე იურიდიულ განათლებასა და იურიდიული პროფესიის სამომავლო განვითარებაში.

ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაცია (ELFA) 1995 წელს ლუვენში დაარსდა და ამჟამად მსოფლიოს 49 ქვეყნის 150-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აღნიშნული ასოციაციის წევრი 2024 წელს გახდა. ELFA წარმოადგენს უნიკალურ საერთაშორისო ფორუმს, რომელიც სამართლებრივი განათლებისა და კვლევების მიმართულებით აკადემიური და პროფესიული დისკუსიების წამყვანი პლატფორმაა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური