ალტე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, CIF-ის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა
ინოვაციების საგრანტო კონკურსის (CIF) ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელობით, ტრენინგები თემებზე – ხელოვნური ინტელექტი აგროსექტორში, დრონების გამოყენება აგროსექტორსა და საგანმანათლებლო პროგრამებში, ჭკვიანი მოწყობილობები აგროსექტორში ჩატარდა.
ალტე უნივერსიტეტის მიერ 27 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში, 18 შეხვედრისგან შედგებოდა. აქედან დრონების გამოყენების საკითხს დაეთმო 6 სესია, რომლებსაც ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ლექტორი გიორგი თაყაძე უძღვებოდა.
დასკვნითი ორდღიანი პრაქტიკული სესია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ.
„აღნიშნული ტრენინგების სერია სტუდენტებსა და აკადემიური პერსონალს პროფესიული უნარების განვითარებაში დაეხმარა. ალტე უნივერსიტეტი მსგავს ინიციატივებს მომავალშიც განაგრძობს.
ალტე უნივერსიტეტთან და შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონკურენტული ინოვაციების საგრანტო კონკურსში (CIF) გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება“,- ნათქვამია ალტე უნივერსიტეტის ინფორმაციაში.
-
ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ბიზნესის Online სკოლას იწყებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ხარისხიანი განათლების მხარდასაჭერად „ალტე უნივერსიტეტი“ და „თეთრი კვადრატი“ თანამშრომლობას იწყებენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი