CIU-ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და SMEDA თანამშრომლობას იწყებენ
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2023/04/smeda-Aris-458x257.jpg)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და SMEDA – მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია თანამშრომლობას იწყებენ.
11 აპრილს, 13:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნეს ასოციაცია SMEDA-ს წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა და მხარეთა შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან, კახაბერ კორძაია – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი და მარიკა კლდიაშვილი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი.
შეხვედრის ფარგლებში, ბიზნეს ასოციაცია SMEDA-ს პრეზენტაციას წარადგენს, გიგა ფაიქიძე – Smeda მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, ხოლო „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები საქართველოში“ შესახებ, Piece of BBN-ის დამფუძნებელი, SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის – ”Starta“-ს მონაწილე – ანა ლაცაბიძე ისაუბრებს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებული არსებული რეალობა და გამოწვევები საქართველოში“.
ცნობისთვის, SMEDA არის პირველი ციფრული ასოციაცია საქართველოში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ზრდას და განვითარებას.
ჩატარების ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ცენტრალური კორპუსი, აუდ. 101
-
CIU-ს შემეცნებითი პროექტი „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს გადაეცათ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს ახალი სადოქტორო პროგრამა – მევენახეობა და მეღვინეობა აკრედიტებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU აცხადებს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას – ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი