GE

სტუდენტი პროფესიაზე – „CIU ჩემთვის დიდი ოჯახია, რომელიც პროფესიონალიზმითა და მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტებით გამოირჩევა“

გიგი წილოსანი – მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა

პროფესიის შესახებ

„მედიცინა არის სფერო, სადაც საკუთარ თავს არ ეკუთვნი და ორიენტირებული ხარ სხვისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენაზე – ეს უდიდესი რისკია. თუმცა, როცა პაციენტების იმედით სავსე თვალებს ვხედავ, ვხვდები, რომ ეს არის ზუსტად ის, რასაც ვეძებდი. ერთხელ ჩემმა პაციენტმა მითხრა: „როცა პაციენტს ელაპარაკები, ერთი თვალით მას შეხედე და მეორეთი ღმერთს, რადგან სწორედ მაშინ მიხვდება, რომ მას არ ატყუებ და ის სრულად გენდობა, რადგან ღმერთს ვერასდროს მოატყუებ“. ამ სიტყვების შემდეგ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩემი საქმე არამარტო ღრმა სამეცნიერო ცოდნაზეა დამყარებული, არამედ ადამიანურ ურთიერთობებზე, ნდობასა და სიყვარულზე, რომლის გარეშეც საექიმო პრაქტიკის საუკეთესოდ შესრულება შეუძლებელია“.

CIU-ს გარემოსა და პროგრამის შესახებ

„CIU ჩემთვის დიდი ოჯახია, რომელიც პროფესიონალიზმითა და მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტებით გამოირჩევა. უნივერსიტეტი ჩემთვის უცხო არ იყო, რადგან ძმამაც აქ დაამთავრა მედიცინა. CIU-ს მედიცინის პროგრამა სრულად შეესაბამება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტებს, რაც ნამდვილად იყო უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
სწავლების პროცესი კი სრულიად სტუდენტზე ორიენტირებული კომპლექსური სწავლებით მიმდინარეობს. ჩვენ უზრუნველყოფილი ვართ საუკეთესო პრაქტიკული რესურსებით. სწავლის პროცესში ვიყენებთ უახლესი სტანდარტების სხვადასხვა სახის სიმულატორებით აღჭურვილ CIU-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს. ასევე, უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მულაჟებით აღჭურვილი ანატომიური კაბინეტები და კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები – მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის ლაბორატორია და ქიმიის და ბიოქიმიის ლაბორატორია, რაც ღრმა აკადემიური ცოდნის მიღების საშუალებას გვაძლევს.

რაც შეეხება კლინიკურ მომზადებას, კლინიკური და პრაქტიკული კომპონენტის სწავლება მიმდინარეობს უნივერსიტეტთან აფილირებულ, საქართველოს სამედიცინო ბაზარზე არსებულ წამყვან კლინიკებში. ეს გვაძლევს საშუალებას, რეალურ პაციენტებთან მუშაობისას განვავითაროთ ჩვენი საექიმო უნარები.

ასევე, CIU აქტიურად ზრუნავს ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე, რადგან ხშირად ტარდება კონფერენციები, საჯარო ლექციები და ტრენინგები მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის აქტუალურ თემებსა და სიახლეებზე, რაც გვეხმარება დარგობრივ ტენდენციებთან ფეხის აწყობაში“.

რჩევა აბიტურიენტებს

„აბიტურიენტებს ვურჩევ, კარგად გაიაზრონ, რისი კეთება ანიჭებთ მათ ბედნიერებას. პროფესიის არჩევისას, განსაკუთრებით კი მედიცინაში, საჭიროა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ფინანსური უნარების შეფასება, რადგან ეს სფერო დიდ ემოციურ სტრესთან არის დაკავშირებული. თუ შენი საქმე არ გიყვარს, მარცხისთვის ხარ განწირული. ამიტომ, გულდასმით შეარჩიეთ მომავალი პროფესია, გაითავისეთ თქვენი მიზნები და შეარჩიეთ ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც დაგეხმარებათ ამ მიზნების სწორად გამოხატვაში და სრულად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს“.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური