GE

CIU ორგანიზაცია European Association for International Education-ის (EAIE) ოფიციალური წევრი გახდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ორგანიზაცია European Association for International Education-ის (EAIE) ოფიციალური წევრი გახდა.

EAIE არის არაკომერციული ორგანიზაცია, უმაღლესი განათლების ევროპული ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს და ემსახურება იმ პირებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი თავიანთი ინსტიტუტების ინტერნაციონალიზაციაში ტრენინგების, კონფერენციების, კვლევებისა და ცოდნის შეძენისა და გაზიარების მიმართულებით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს საერთო ევროპული მასშტაბის ისეთ ღონისძიებებში, როგორებიცაა: საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზება, კონფერენციების დაგეგმვა/განხორციელება, კვლევების ხელშეწყობა და სხვა.

აღსანიშნავია, EAIE-ს წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელიც შეესაბამება ორგანიზაციის მიერ დაწესებულ მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური