CIU-ს ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
2 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტში, CIU-ს ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ მიმართა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ CIU-ს სტუდენტებს 2014 წლიდან დღემდე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების და მიღებული შედეგების, მათ შორის, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით – მიმდინარე და დასრულებული საქმეების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებისა და კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე პრეზენტაციები წარადგდინეს სააგენტოს – იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ შაიშმელაშვილმა.
სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის, დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას ახორციელებს. 3 გამარჯვებული სტუდენტის ვინაობა 13 მარტს, საკრებულოს დარბაზში გაიმართება. შესაბამისად, დაინტერესებულმა პირებმა, 10 მარტის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: consumer@gnca.gov.ge განაცხადი უნდა წარმოადგინონ.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU ჩემთვის დიდი ოჯახია, რომელიც პროფესიონალიზმითა და მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტებით გამოირჩევა“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში ლექცია – „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“ გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი