CIU-ს სტუდენტური სტარტაპი „ჩაკო“ „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ პროექტის გამარჯვებულია
1-2 მარტს, ბაკურიანში, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“-ში, გაიმართა ღონისძიება „მომავალი ლიდერები სოციალურ მეწარმეობაში“, რომელიც პროექტის „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ ფარგლებში მოეწყო.
პროექტი, რომელიც ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, #EU4Youth პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერებას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში შექმნილი სოციალური საწარმოს წარმომადგენელი ახალგაზრდები, აქსელერაციის ექსპერტები და მენტორები, რომლებსაც მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა, გაეუმჯობესებინათ სამეწარმეო უნარები და დაენერგათ ინოვაციური სოციალური ბიზნეს-იდეები.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობას იღებდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ სტუდენტური სტარტაპი „ჩაკო“ (ეკომეგობრული ჩანთა), რომელიც 728 პრეტენდენტიდან 15 გამარჯვებულს შორის მოხვდა და გრანტის სახით 2000 ევრო მოიპოვა.
გუნდმა აღნიშნულ წარმატებას რამდენიმეთვიანი ინტენსიური მუშაობის, მენტორინგისა და აქსელერაციის პროგრამის გავლის შედეგად მიაღწია, „ბიზნეს ინკუბატორში“ სტუდენტებს კი მენტორინგს უწევდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესმენტორი და „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი ია ნადირაშვილი.
აღნიშნული აქსელერაციის პროექტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ახალგაზრდებს დიდი პოტენციალი აქვთ სოციალური მეწარმეობის სფეროში. ისინი მზად არიან, თავიანთი იდეებითა და ინოვაციებით საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალონ, შექმნან მდგრადი და სოციალური გავლენიანი ბიზნესები და იყვნენ ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი