GE

CIU-ში კარიერული მენტორინგის პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა

24 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კარიერული მენტორინგის პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა კარიერული კონსულტირების, მენტორინგისა და ქოუჩინგის სივრცის – Co.Liberum დამფუძნებელთან, მარიამ ჩოხელთან.

შეხვედრაზე, მისასალმებელი სიტყვით წარდგა CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი, რომელმაც პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ „კარიერული მენტორინგის პროექტი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას.

შეხვედრის ფარგლებში სპიკერმა განიხილა შემდეგი საკითხები:

  • ვინ არის კარიერის კონსულტანტი და რაში გეხმარებათ ის?
  • რა შესაძლებლობები არსებობს განათლების და დასაქმების ბაზარზე?
  • როგორ მივხვდეთ, რა გვსურს სინამდვილეში?
  • მიზნების დასახვა – რა მინდა? როდის მინდა? როგორ მივაღწევ?
  • სამუშაოს ძიების პროცესი – სად და როგორ მოვძებნოთ ჩვენთვის სასურველი სამსახური?
  • როგორ შევქმნათ ეფექტური CV?
  • ინტერვიუ, წინასახელშეკრულებო ეტაპი და ონბორდინგი რა მინდა მომავალში მოხდეს ჩემს კარიერაში?

ზემოხსენებული საკითხების განხილვის პარალელურად, სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა პრაქტიკული სავარჯიშოები, სადაც როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა ისე, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

პროექტის ფარგლებში, შემდეგი შეხვედრები გაიმართება: 15, 22 და 29 მაისს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური