CIU-ში ქართული ღვინის სახლის წარმომადგენლების საჯარო ლექცია ჩატარდა
7 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს კომპანია „ქართული ღვინის სახლის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე „ქართული ღვინის სახლის“ მთავარმა მეღვინემ, ვალერიან ვარდოსანიძემ, წაიკითხა ლექცია თემაზე – „ქართული მეღვინეობა და მისი ტრენდები“, ხოლო „ქართული ღვინის სახლის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირმა ალექსიძემ, თემაზე – „ღვინის მარკეტინგი თანამედროვე სამყაროში“.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამისა“ და „ქართული ღვინის სახლის“ წარმოებული ღვინოების დეგუსტაცია.
საჯარო ლექციას CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU ჩემთვის დიდი ოჯახია, რომელიც პროფესიონალიზმითა და მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტებით გამოირჩევა“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში ლექცია – „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“ გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი