GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უპრეცედენტო საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) მონაწილეობს უპრეცედენტო საერთაშორისო პროექტში: “Qualification Requirements for University Graduates in Health Tourism”, პროექტი დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD–German Academic Exchange Service) მიერ და მას ხელმძღვანელობს გერმანიის დეგენდორფის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (TID -Deggendorf Institute of Technology, Germany).

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობენ:

  • ESPA – ევროპის სპა ასოციაცია (ბრიუსელი, ბელგია)
  • ECRI (European Campus Rottal–inn)-დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტის საერთაშორისო ფაკულტეტი (პფარკირჰენი, გერმანია)
  • VSE – პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი (პრაღა, ჩეხეთი)
  • BMU – ბუდაპეშტის მეტროპოლიტენ-უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი)
  • FTHM – რიჟეკას უნივერსიტეტი (რიჟეკა, ხორვატია)
  • LU – ლვოვის უნივერსიტეტი (ლვოვი, უკრაინა)

პროექტის მიზნებია: გერმანიის, ჩეხეთის, უნგრეთის, ხორვატიის, უკრაინისა და საქართველოს სამედიცინო ველნეს& სპა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ინოვაციური განათლებისა და კვლევების მეშვეობით; ჯანმრთელობის ტურიზმის ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა; სამედიცინო ველნეს&სპა ტურიზმში ერთობლივი სასწავლო კურსებისს და სამაგისტრო პროგრამის შექმნა-განხორციელება; ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება; ყოველწლიური „საზაფხულო სკოლის“ ორგანიზება გერმანიაში, ყველა მონაწილე ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტთა და პროფესორთათვის.

ამ უნიკალური პროქტის ფარგლებში, ექვსი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა ერთობლივი კურსი „Medical Wellness & Spa Management“. აღნიშნული კურსის ფარგლებში, ონ-ლაინ ლექციების ციკლი განხორციელდება 2023 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით და მოიცავს 15 თემას, რომელთაც ჩაატარებენ მონაწილე უნივერსიტეტების პროფესორები.

სპიკერებს შორისაა, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, მაია უკლება.

პროექტში ჩართულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისა და მედიცინის ფაკულტეტის 25 სტუდენტი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური