ცნობილია რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო და საგრანტო კონკურსის გამოცდებზე – სტატისტიკა 2024

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულთა რიცხვი წელსაც რეკორდულია.
8 აპრილს ცენტრმა საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა სტატისტიკაც გამოაქვეყნა:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
რა შესაძლებლობები აქვთ უკვე დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს 15 აპრილის ჩათვლით – NAEC-ის განმარტება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა მათ 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული რიცხვი გამოქვეყნდება.
მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 15 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
დოკუმენტების წარდგენა დაიწყო – პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი 30 აპრილს სრულდება by ARIS.GE-განათლება
-
როგორ უნდა დარეგისტრირდეს მოსწავლის მშობელი ელექტრონულ ჟურნალში და გაიაროს ავტორიზაცია (2 ვიდეოინსტრუქცია) by ARIS.GE-განათლება
-
როგორ იქცევა აბიტურიენტი, თუ გამოცდის დღემდე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა – NAEC-ის განმარტება by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე