CIU-ში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართება
28 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია – „სკანდინავიური ღვინო: დროებითი ტრენდი თუ ახალი რეალობა? შვედეთის მევენახეობის აღმავლობა“ ჩატარდება.
უნივერსიტეტის მიერ 23 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას ტოკაის უნივერსიტეტის (უნგრეთი) მკვლევარი, შვედური ბუნებისა და მებაღეობის გამოცემების ავტორი კარლ-იოჰან ფაბო გაუძღვება.
ლექცია მევენახეობა-მეღვინეობის კამპუსში 14:00 საათზეა დაგეგმილი. ლექციის ფარგლებში შვედური ღვინის დეგუსტაციაც გაიმართება.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „საქართველოს უნივერსიადა 2026“-ის ფარგლებში ოქროს მედლები მოიპოვეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-მ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-მ პროფესორების მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას წიგნი: „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი – ცხოვრება და ღვაწლი“ გამოსცა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი