GE

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების პირველი კურსის სტუდენტებთან ფაკულტეტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

უნივერსიტეტის მიერ 23 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ გახსნა. პირველკურსელებს სტუდენტობის დაწყება წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა, ოთარ ტატიშვილმა მიულოცეს.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის, პროგრამების, კლინიკური პრაქტიკისა და სტუდენტური შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელმა თინათინ გოგნაძემ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ნინო პატარაიამ და სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა დოლიძემ.

პირველკურსელებმა ინფორმაცია სიმულაციური ცენტრის შესაძლებლობების, სასწავლო პროცესში გამოყენებული თანამედროვე მეთოდებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების მიმართულებების შესახებაც მიიღეს.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს და „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს გაეცნენ.

„ევროპის უნივერსიტეტში“ პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები უნივერსიტეტისა და შესაბამისი ფაკულტეტების სასწავლო გარემოს, შესაძლებლობებსა და სტუდენტურ ცხოვრებას ეტაპობრივად გაეცნობიან.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური