GE

CSS-ი საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

ფოტო –
9091

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი(CSS) 9-10 დეკემბერს საერთაშორისო კონფერენციას, თემაზე_ “საქართველო თანამედროვე მსოფლიოში”გამართავს. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ და ქართულ (სინქრონული თარგმანით) ენებზე გაიმართება.

კონფერენციის მთავარი მიზანია_ საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ტრანსფორმაციის შესახებ არსებული საერთაშორისო და ადგილობრივ მონაცემებზე დაფუძნებული აკადემიური და გამოყენებითი კვლევებისა და კვლევითი პროექტების პრეზენტაცია და შედეგების ანალიზი; კონფერენციის მთავარი მიზანია, პასუხი გაეცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა:_რა ადგილი უჭირავს ჩვენს სახელმწიფოს მსოფლიოში პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, იდენტობის, ტექნოლოგიის განვითარების, უსაფრთხოებისა და შესაბამისი, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით? რა გავლენას ახდენს საქართველოს განვითარებაზე თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები? რა გავლენა აქვს მასზე გლობალიზაციის პარალელურად მსოფლიოში ძლიერ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე ძალთა ბალანსის გადანაწილების პროცესებს? მიუხედავად საერთაშორისო სამართლით მინიჭებული სუვერენიტეტისა, არის, თუ არა ის მსოფლიო პოლიტიკაში რეალურად დამოუკიდებელი მოთამაშე?

კონფერენცია გაგრძწლდება ორ დღეს და მიეძღვნება საქართველოსათვის აქტუალურ საკითხებზე ჩატარებული უახლესი აკადემიური და გამოყენებითი კვლევების პრეზენტაციას. უპირატესობა მიენიჭება ინტერდისციპლინურ და მულტიდისციპლინურ მიდგომას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური