სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი საჯარო ლექციათა ციკლის „საქართველოს ევროპული არჩევანი” ფარგლებში 24 აპრილს გიწვევთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ბატონ დავით ბაქრაძის საჯარო ლექციაზე:
„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები”.
შეხვედრა გაიმართება 2015 წლის 24 აპრილს 12:00 სთ-ზე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში
გუდიაშვილის ქ. 7, თბილისი
შეხვედრა წარიმართება ქართულ ენაზე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ადგილები შეზღუდულია, რის გამოც გთხოვთ დარეგისტრირდეთ არაუგვიანეს 22 აპრილისა: a.gergedava@css.ge; d.lezhava@css.ge;
+995 32 2 29 00 95
- CSS-ი გენდერული თანასწორობის შესახებ ქართველი ახალგაზრდების ცოდნის, აღქმისა და დამოკიდებულების კვლევას აქვეყნებს by სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
- CSS-ი საერთაშორისო კონფერენციას გამართავს by სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
- თსუ-ში გოგი გვახარიას საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე “სტალინიზმი და ქალი კინოში” by სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი