დაიწყეთ კითხვა ზღაპრებით – მიხეილ ცაგარელი რუბრიკაში ჩემი წიგნი
რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რა თანმიმდევრობით უნდა ვიკითხოთ, edu.aris.ge-ს რუბრიკაში „ჩემი წიგნი“, გთავაზობთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის 5 კატეგორიის მქონე ვერსიას, საიდან უნდა დაიწყოს კითხვა ადამიანმა და როგორ უნდა განვითარდეს იგი როგორც ინტელექტუალურად, ასევე სულიერად:
პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ზღაპრებით
მე მიმაჩნია, რომ ადამიანი არამხოლოდ ინტელექტუალურად რომ იყოს განვითარებული, ამასთან, ხელი შეუწყოს თავის სულიერ ზრდას, კითხვა პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ზღაპრებით. საწყისი ბავშვისთვის არის ზღაპრები, რომლებიც არამარტო საოცარ ფანტაზიას ავითარებენ ადამიანში, არამედ ავითარებენ სიკეთისადმი ლტოლვას.
შემდგომ სათავგადასავლო ლიტერატურა
შემდგომ, ცხადია იზრდება ინტელექტი, გონება და ინტერესთა სფერო და შემდეგი უნდა იყოს სათავგადასავლო ლიტერატურა. მათ შორის: ჯეიმს ფენიმორ კუპერის „უკანასკნელი მოჰიკანი“; ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“; დანიელ დეფოს „რობიზონ კრუზო“ და რობერტ ლუის სტივენსონის წიგნები.
ამის შემდგომ კლასიკური ლიტერატურა
ამ კატეგორიაში უნდა იყოს მრავალფეროვნება. აუცილებლად უნდა წაიკითხონ: ლევ ტოლსტოი, ანტონ ჩეხოვი, თედორე დოსტოევსკი, ივანე ტურგენევი, ონორე დე ბალზაკი, ო ჰენრი, ამ უკანასკნელის წიგნები, იუმორის გრძნობას ავითარებს.
შემდეგ გადავდივართ ეგზისტენციალისტურ ლიტერატურაზე
ასეთი ლიტერატურა ართულებს ცხოვრებისეულ გაგებას და ადამიანში ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ საწყისებს ავითარებს. ცვლის წარმოდგენებს სამყაროს აღქმის და ცხოვრებისშესახებ. უნდა წაიკითხონ: უილიამ ფოლკერი, კობო აბე, ქენძაბურო ოე. პარალელურად, ნუ დაგვავიწყდება პოეზიის სფეროც: გალაკტიონი, ალექსანდრე პუშკინი.
და უნდა დასრულდეს ეზოთერული ლიტერატურით
მიმაჩნია, რომ თუ ზრდა უნდა ადამიანს, ეგზისტენციალიზმის შემდეგ ეზოთერული ლიტერატურით უნდა დასრულდეს ყოველივე ეს. ეზოთერული ლიტერატურა გვასწავლის კოსმიურ კანონებს. თუ უნდა ადამიანს გაერკვეს კოსმიურ კანონებში, რა პრინციპებით იმართება სამყარო, ამისი ცოდნის გარეშე არ უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან. მათ შორისაა: ლაო ძი, კონფუცი, ზარათუშტრა და მისი მოძღვრებები.
თუ ადამიანი გაჩერდა კლასიკურ ან ეგზისტენციალიზმის დონეზე, მიმაჩნია, რომ სრულყოფილი არ იქნება ბოლომდე, იმიტომ რომ ვერ დაასრულა სრული ციკლი – ზღაპრიდან ეზოთერულ ლიტერატურამდე. ჩემი სამაგიდო წიგნებია ოშოს „მდოგვის მარცვალი“ და ლაო ძის გამონათქვამები. ამ წიგნებთან ერთად ადამიანმა უნდა შეძლოს ზოგიერთი რამის პრაქტიკულად განხორციელებაც.
სხვა სტუმრები რუბრიკაში “ემი წიგნი”
ქეთი არის© გიგოლაშვილი
-
14 ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილი 2026 წელს და მათი საშუალო ხელფასები (BLS)
by სამკითხველო
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს
-
პროფესიის არჩევა – 10 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აბიტურიენტმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას
by სამკითხველო