GE

SANGU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა – რას ისწავლით

SANGU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ეს არის პროგრამა, რომელიც გთავაზობს არა უბრალოდ IT განათლებას, არამედ კონკრეტულ პროფესიულ მიმართულებას – კიბერუსაფრთხოებას.

რას ნიშნავს ეს შენთვის?

  • სწავლობ საერთაშორისო სტანდარტების (ACM/IEEE) მიხედვით;
  • იღებ პრაქტიკულ გამოცდილებას უკვე სწავლის პროცესში;
  • მუშაობ რეალურ პროექტებზე მესამე კურსიდან;
  • გადიხარ პროფესიულ პრაქტიკას პარტნიორ კომპანიებში;
  • ერთვები ჰაკათონებში, ვორკშოპებსა და ინდუსტრიულ აქტივობებში.

პროგრამის მთავარი უპირატესობა:

  • ერთადერთი პროგრამა საქართველოში, რომელიც გასცემს ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების ბაკალავრის ხარისხს;
  • IT უსაფრთხოებაზე სრულად ფოკუსირებული სწავლება;
  • პრაქტიკული ინციდენტების სიმულაცია;
  • მჭიდრო თანამშრომლობა ინდუსტრიასთან და რეალური დასაქმების მიმართულება (SOC, IT Security);
  • სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა სანგუს სრული დაფინანსებით, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე.

თუ გინდა განათლება, რომელიც პირდაპირ მიგიყვანს ტექნოლოგიურ კარიერამდე – ეს პროგრამა შენთვისაა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური