გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
22 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 23 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიებაში განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და გორის №2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები (კლასის დამრიგებელი ნატალია ტაველიძე) მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ერთობლივი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა მოზარდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გაღრმავებას.
მონაწილეებს დედამიწის დღე მიულოცეს და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა ლელა ალექსიძემ, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფესორმა ლაურა ელიაურმა და ბიოლოგიის მიმართულების ასოც. პროფესორმა, თინათინ იოსებიძემ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ბერძნიშვილმა და გორის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ სამსონაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დედამიწის დღე და ხაზი გაუსვეს მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის პროცესში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ლოძის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება წარადგინეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – მიმართულებები და საბუთების სია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი