ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს, რაულ ქირიას შეხვდა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს, რაულ ქირიას შეხვდა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისა და ადვოკატების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ასევე ერთობლივი სასწავლო ღონისძიებებისა და სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.
მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩარჩოს და იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი