თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი (SIST) გაიხსნა
საქართველოში პირველი შვეიცარიული სკოლების საგანმანათლებლო ქსელი გაიხსნა, რომელიც მოსწავლეებს შვეიცარიული ხარისხის ინოვაციური სწავლების მოდელს სთავაზობს.
შვეიცარიული სწავლების მოდელი მოიცავს:
- შვეიცარიაში გადამზადებული მასწავლებლები და დაწყებითი საერთაშორისო (International Primary Curriculum) კურიკულუმი.
- მრავალენოვნება: გაძლიერებული ინგლისური (Cambridge) I კლასიდან; ფრანგული, გერმანული და იტალიური III კლასიდან;
- ფოკუსი პრაქტიკულ და თანამედროვე უნარებზე: ტექნოლოგიების, მეცნიერების, მათემატიკისა და ინჟინერიის ინტეგრირებული სწავლება;
- ექსკლუზიური შესაძლებლობა: ზაფხულისა და ზამთრის ბანაკები შვეიცარიაში;
- თანამედროვე და უსაფრთხო ინფრასტრუქტურა: სასწავლო სივრცეში განთავსებულია ინოვაციური ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი;
- მცირე ზომის კლასები: 16-18 მოსწავლისგან შემდგარი კლასები და თითოეული კლასისთვის განკუთვნილი 2 მასწავლებელი უზრუნველყოფს თითოეული ჩვენი მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მიდგომას;
- ზაფხულისა და ზამთრის ბანაკები შვეიცარიაში.
ღია კარის დღეზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე
SIST-ის სასწავლო პროგრამის საფუძველს საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმი (IPC – International Primary Curriculum) წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც მეცნიერება, ისტორია, გეოგრაფია და ხელოვნება ინტეგრირებულად ისწავლება. მოსწავლეები სამყაროს კვლევის მეთოდებით შეიცნობენ, რაც მათ კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარებს უვითარებს.
ორენოვანი განათლება და კემბრიჯის პროგრამის სტანდარტი
სკოლაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ინგლისური ენის სწავლებაზე. პირველივე კლასიდან მოსწავლეები კემბრიჯის (Cambridge Assessment English) პროგრამით ეუფლებიან ენას, ხოლო მესამე კლასიდან სწავლება ბილინგვურ ფორმატში გრძელდება – ზოგიერთი საგანი ქართულად, ზოგი კი ინგლისურ ენაზე ისწავლება.
გაცვლითი ბანაკები შვეიცარიაში
ზაფხულისა და ზამთრის გაცვლითი ბანაკები შვეიცარიაში მოსწავლეებს აძლევს განსაკუთრებულ შესაძლებლობას, გაიცნონ ახალი კულტურა, გაიღრმავონ ენის ცოდნა და გაიზიარონ ჩვენი სკოლის საერთაშორისო სულისკვეთება.
კლასგარეშე აქტივობები აკადემიური პროგრამის პარალელურად, SIST-ი მოსაწავლეებს მრავალფეროვან კლუბებს თავაზობს:
- კრეატიული: დრამა, ხელოვნება, ბალეტი;
- სპორტული: კარატე, კედელზე ცოცვა, ტანვარჯიში.
გარემო, რომელიც შთააგონებს
SIST-ის ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ულტრათანამედროვე ბიბლიოთეკა, ინოვაციური ლაბორატორიები, კაფეტერია და სპორტული სივრცეები შექმნილია იმისათვის, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს.
უსაფრთხოება და ინდივიდუალური მიდგომა
სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხო და მზრუნველი გარემოა. პოზიტიური ქცევის წახალისების სისტემა, ფსიქოლოგთა გუნდი და მხარდამჭერი მასწავლებლები თითოეული ბავშვის ემოციურ და აკადემიურ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ.
SIST-ში I-VI კლასის მოსწავლეების მშობლებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციები უკვე ხელმისაწვდომია.
ღია კარის დღეზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დარეგისტრიდით ბმულზე ან დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 511 16 39 95.
(R)
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურზე თავის არიდებაში დახმარება 3 000 ლარად – დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი
by მასმედია





