დაწყებითი კლასების მასწავლებელთა საყურადღებოდ მართვის სისტემა ინფორმაციას აქვეყნებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დრეს, 10 ნოემბერს, დაწყებითი კლასების მასწავლებელთა საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს და განმარტავს, თუ რომელი კლასის რომელ სემესტრში წერს პედაგოგი განმსაზღვრელ შეფასებას ელექტრონულ ჟურნალში.
„მასწავლებელი ელექტრონულ ჟურნალში განმსაზღვრელ შეფასებას წერს მე-5 კლასის მე-2 სემესტრიდან, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კონკრეტული ტიპის დავალების შეფასებას გულისხმობს“, – განმარტავს მართვის სისტემა.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ არსებობს ორი სახის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. განმსაზღვრელი (ნიშნიანი) შეფასება წარმოაჩენს რა იცის მოსწავლემ კონკრეტულ საკითხთან/დავალებასთან მიმართებით, განმავითარებელი შეფასება კი ორიენტირებულია მოსწავლის წინსვლის აღმოჩენაზე. კერძოდ, იმის გარკვევაზე, თუ რა არ იცოდა მოსწავლემ „გუშინ“ და რა იცის დღეს, რა არ შეეძლო „გუშინ“ და რა შეუძლია დღეს.
ასევე იხილეთ:
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
სტუდენტთა მობილობის შედეგები ცნობილია – იხილეთ, ვინ სად მოხვდა
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
25 აგვისტოს სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო
by ARIS.GE-განათლება