დიეგო კოლასს „ევროპის უნივერსიტეტის” საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
საქართველოში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს, 21 მაისს „ევროპის უნივერსიტეტის” საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
დაჯილდოების ცერემონია ცოტა ხნის წინ „ევროპის უნივერსიტეტში” ესეების კონკურსის ფარგლებში გაიმართა.
უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსი თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“, „ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ მე-11 – მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან.
კონკურსის მიზანს ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება წარმოადგენდა.
სპეციალურად მოწვეული კომისიის ჩართულობით კი გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც „ევროპის უნივერსიტეტისგან” და საფრანგეთის საელჩოსგან პრიზები გადაეცათ.
-
“ევროპის უნივერსიტეტში” თვალის უახლესი ლაზერული ტექნოლოგიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ მე-5 საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ ICETI 2025 გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის” ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი საერთაშორისო ფორუმს “FoResorts – 2025” დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი