GE

დირექტორს და პედაგოგს სკოლაში პოლიტიკა არ უნდა შემოჰქონდეს

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს სკოლის ადმინისტრაციების წარმომადგენლები როგორი პოლიტიკური მრწამსის არიან, თუმცა მიაჩნია, რომ თავიანთი შეხედულებები სკოლაში არ უნდა გამოავლინონ.

„პირადად ჩემთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ ექნება სიმპატია სკოლის ადმინისტრაციას, ყველა ადამიანი თავისუფალია, თუმცა დირექტორს და პედაგოგს პოლიტიკა არ უნდა შემოჰქონდეს სკოლაში. სისტემის მიერ ადმინისტრაციული კადრების გამოყენება, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა, დღეს აღმოფხვრილია”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური