ეფექტური მომსახურებისა და კომუნიკაციის ტრეინინგი
იუსტიციის სასწავლო ცენტრში დასრულდა ეფექტური მომსახურებისა და კომუნიკაციის ტრეინინგი იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრის თანამშრომლებისათვის. ტრეინინგში მონაწილეობა სატელეფონო ცენტრის 14-მა თანამშრომელმა მიიღო.
ტრეინინგი ინტერაქტიულია. გარდა თეორიული ცოდნის მიღებისა, მონაწილეები ჩართულნი არიან როლურ თამაშებსა და დისკუსიებში, ასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს და განიხილავენ სხვადასხვა ტიპის რთულ სიტუაციებს. ტრეინინგის თემატიკაა:
• ეფექტური სატელეფონო მომსახურების სტანდარტი
• სატელეფონო მომსახურების თავისებურებები
• ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
• აქტიური მოსმენის ტექნიკა
• პოზიტიური ფორმულირებები
• ასერტიული უარი
• შეკითხვის დასმის ტექნიკა
• აღქმის სუბიექტურობა
ტრეინინგი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის თეორიული ცოდნის მიწოდებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად.
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ზოგადი მენეჯმენტის ტრენინგი ჩატარდება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სასწავლო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორთა გადამზადების კურსი იგეგმება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი
-
იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართება
by საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი