GE

ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო პროგრამებზე მიღების დეტალებს ავრცელებს

სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველი კანდიდატების საბუთების მიღება განხორციელდება 2023 წლის 12, 13 და 14 სექტემბერს 9:00 საათიდან 17:00 საათამდე, 15 სექტემბერს 9:00 საათიდან 15:00 საათამდე თავდაცვის სამინისტროს მიმღებ პუნქტზე (მისამართი – ქ.თბილისი, დ.უზნაძის 117ა).

აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევა განხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდების შედეგების საფუძველზე.

სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად 2023 წლის 18 და 19 სექტემბერს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში (მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი):

I ეტაპი – თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევების და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდები (მიმართულებები მიხედვით) ჩატარდება 2023 წლის 18 სექტემბერს 10:00 საათზე. კანდიდატების გამოცხადების დრო 9:00 საათი

მაგისტრატურაზე მისაღები შიდა გამოცდების ჩაბარების მსურველი, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო კანდიდატები ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას გასაუბრების სახით სამაგისტრო პროგრამებზე მიმღებ საგამოცდო კომისიასთან.

თემები გამოცდისთვის იხილეთ ვებგვერდზე მიმართულებების მიხედვით

II ეტაპი – ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება 2023 წლის 19 სექტემბერს 11:00 საათზე. კანდიდატების გამოცხადების დრო 10:00 საათი.

ინგლისური ენის გამოცდას ჩააბარებენ ის კანდიდატები, რომლებსაც არ გააჩნიათ სამაგისტრო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისი ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი მოქმედი (რომელსაც არ აქვს დადგენილი სტანდარტების მიხედვით გასული მოქმედების ვადა) სერტიფიკატი/დიპლომი/მოწმობა ან/და შესაბამისი დოკუმენტი;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm