GE

ეროვნული თავდაცვის აკადემია წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

24-26 მარტს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბათუმში გაიმართა.

საგამოფენო დარბაზში ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში აკადემიის იუნკერები აბიტურიენტებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ აკადემიური და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების, არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიის მიღების პირობებისა და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა 40-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება: უმაღლესი სასწავლებლები, ქართული კულტურის ცენტრები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, უცხო ენის ცენტრები და სხვა.

მსგავსი სახის ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს აკადემიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და უფროსკლასელთა დროულ და ამომწურავ ინფორმირებას მომავალი პროფესიის შერჩევის პროცესში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური