GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის პირველი ღონისძიება გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის პირველი ღონისძიება სამწყობრო მოედანზე გაიმართა. აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიის პირად შემადგენლობას უწყებრივი მედლები გადასცა.

თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით მედალი “სამშობლოსათვის თავდადებული” გადაეცა ოთხ სამხედრო მოსამსახურეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I, II და III ხარისხის მედლით დაჯილდოვდა 13 სამხედრო მოსამსახურე და 9 სამოქალაქო პირი.

ღონისძიებაზე, რექტორმა აკადემიის პირად შემადგენლობას მაგისტრატურის ახალი ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული წარუდგინა. გენერალმა მადლობა გადაუხადა მას გაწეული სამსახურეობრივი საქმიანობისთვის და ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური