GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დამატებით სამხედრო საინჟინრო დაბრკოლებათა ველი მოეწყო

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დამატებით სამხედრო საინჟინრო დაბრკოლებათა ველი მოეწყო, რომელიც საშუალებას აძლევს აკადემიის მსმენელებსა და იუნკერებს კიდევ უფრო მეტად დახვეწონ საველე-სამხედრო სწავლებების უნარ-ჩვევები. საინჟინრო დაბრკოლებათა ველზე მსმენელთა და იუნკერთა მიერ განხორციელებულ სამხედრო სასწავლო აქტივობას დაესწრო აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

საინჟინრო დაბრკოლებათა ველი წარმოადგენს დამცავ დაბრკოლებათა შემცირებულ მოდელს, რომელშიც განთავსებულია, როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ასევე ქვეითსაწინააღმდეგო ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები. მისი მიზანია, რომ მსმენელებმა და იუნკერებმა შეისწავლონ პრაქტიკულად: დანაღმული ველების მოწყობა და ფორმულიარის შედგენა (დოკუმენტალური გაფორმება), მავთულხლართოვანი დაბკოლებების მოწყობა, მიმართულებადი ნაღმების მოქედებაში მოყვანა და ფორტიფიკაციული ნაგებობების მოწყობა.

ზემოთ აღნიშნული პრაქტიკული აქტივობები მათ დაეხმარებათ როგორც კონტრმობილურობის ასევე სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ოპერაციების შესწავლაში და გათვითცნობიერებაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური