GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იარაღის ევოლუციის კლასი გაიხსნა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კიდევ ერთი ახალი სივრცე იარაღის ევოლუციის კლასი გაიხსნა. საკლასო ოთახი აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან და აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა.

საკლასო ოთახში გამოფენილია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი საბრძოლო იარაღის ნიმუშები. ასეთი სახის საკლასო ოთახები აკადემიის მსმენელებს და იუნკერებს ეხმარება თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტკიული სახით და ვიზუალური აღქმით მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა სახეობის იარაღის შექმნის ისტორიაზე, იარაღის ევოლუციასა და ტექნიკურ ტაქტიკური მახასიათებლების შესახებ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური