GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. დღის პირველი ნახევარი დაეთმო სპორტულ – გასართობ ღონისძიებას ,,მხიარული სტარტები”, სადაც მონაწილეობა აკადემიის პირადი შემადგენლობის შვილებმა მიიღეს.

დღის მეორე ნახევარში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პერსონალს მადლობა გადაუხადა წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და ბედნიერი შობა – ახალი წელი უსურვა. რექტორმა სამეთაურო რგოლთან ერთად სიგელებით დააჯილდოვა სხვადასხვა ღონისძიებაში გამარჯვებული იუნკერები და მსმენელები.

საახალწლო კონცერტზე, აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა, საკანდიდატო კურსის მსმენელებთან ერთად დატვირთული პროგრამა წარმოადგინეს, რომელიც მოიცავდა როგორც მუსიკალურ, ასევე იუმორისტულ ნომრებს და ქართულ ცეკვებს.

ღონისძიება საახალწლო ნაძვის ხის ანთებით და ფეიერვერკით დასრულდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური