ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა. იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები მენეჯმენტის, თავდაცვა და უსაფრთხოების და ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
საბაკალავრო ნაშრომების დაცვის პროცესი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენილი თემები იყო მრავალფეროვანი და ეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ეროვნული პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციის მარკეტინგული სტრატეგიები; სოციალური სფერო – საზოგადოების კეთილდღეობის საფუძველი; ვირტუალური მსოფლიო და თანამედროვე ტექნოლოგიები; შეტევების პრევენცია ორგანიზაციის ქსელში; ევროკავშირი, როგორც მშვიდობის უზრუნველყოფის მოდელი; რუსეთის საგარეო დაზვერვის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში და სხვა.
იუნკერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საბაკალავრო ნაშრომების დაცვას მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სკოლის მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკის მეორე ეტაპი დაიწყო by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრმა მოადგილეებთან ერთად საჯარო ლექცია ჩაატარა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტური პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება by ეროვნული თავდაცვის აკადემია