GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საკანდიდატო კურსის წარჩინებული მსმენელები დააჯილდოვეს

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის, საკანდიდატო კურსის წარჩინებული მსმენელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

საკანდიდატო კურსის მსმენელებმა: I კლასის  რიგითმა დაჩი ზიზიაშვილმა, რიგითმა ეთერ გიგაშვილმა შუალედური რეიტინგული ქულების შეჯამების შემდეგ, უმაღლესი აკადემიური შეფასება მიიღეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ წარჩინებულ მსმენელებს საპატიო სიგელები, მათ მშობლებს კი, საპატიო დაფები გადასცა და მადლობა გადაუხადა ღირსეული შვილების აღზრდისთვის.

ეროვნული თავდაცვის აკადემია 2024 წლის გაზაფხულზე გეგმავს მიღებას უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსზე. საკანდიდატო კურსზე ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ კუთვნილი ხელფასი, ხოლო კურსზე ჩარიცხული სამოქალაქო პირები მიიღებენ ფულად სარგოს 1200 ლარის ოდენობით, ასევე ისარგებლებენ სრული სადაზღვევო პაკეტით და სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა პრივილეგიებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური