ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ანალიზის 2020-2022 წლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იოსებ ჯაფარიძემ და თავდაცვის ანალიზის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2017 წლიდან მოქმედებს და ორიენტირებულია, როგორც თავდაცვის ძალების უფროსი ოფიცრების, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პირებისათვის აკადემიური განათლების მიცემაზე.
ღონისძიების ბოლოს, აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. თავდაცვის ანალიზის 2021-2022 სასწავლო წლის პირველი კურსის მეორე სემესტრის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა
by ეროვნული თავდაცვის აკადემია