ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სკოლის მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკის მეორე ეტაპი დაიწყო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 7 აგვისტოდან „საზაფხულო ბანაკის“ მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება.
„საზაფხულო ბანაკი“ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც მონაწილეობას ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იღებენ.
მოსწავლეები „საზაფხულო ბანაკის“ პროგრამის ფარგლებში ჩართული არიან სხვადასხვა სახის სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და შემეცნებით კონკურსებში.
პროგრამის მონაწილეებს ჰქონდათ შეხვედრები აკადემიის ხელმძღვანელობასთან; ჩაუტარდათ საცეცხლე მომზადების თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები; სიმულაციური სროლები; მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“; ასევე მოინახულეს სოფელ შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალი, ატენის ხეობა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და ჯარის პოპულარიზაციას.
აკადემიაში „საზაფხულო ბანაკების“ მოწყობა ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია