GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის BCT კურსის კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალი გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ ახალწვეულებმა  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

კურსდამთავრებულებს ფიცის მიღების მნიშვნელოვანი დღე, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსმა, ვიცე -პოლკოვნიკმა ლაშა კლიმიაშვილმა მიულოცა.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ახალწვეულებმა საწყისი საბრძოლო მომზადების რვაკვირიანი კურსი წარმატებით გაიარეს. აღნიშნული კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

სწავლების პერიოდში კურსდამთავრებულებმა საერთო საჯარისო წესდებები, სამხედრო ტოპოგრაფია, საცეცხლე მომზადება, სამწყობრო მომზადება, პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვა სამხედრო დისციპლინები შეისწავლეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური