ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები სამმხრივი ფორმატის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა, მიმდინარე წლის ნოემბერში, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ, სამმხრივი ფორმატის სპორტულ შეჯიბრებებში, რომელსაც აზერბაიჯანის მხარემ ქალაქ ბაქოში უმასპინძლა. აღნიშნულ ღონისძიებაში იუნკერებთან ერთად აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო აკადემიების კადეტებიც მონაწილეობდნენ.
მსგავსი სამმხრივი სპორტული ღონისძიებები ხელს უწყობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და მეზობელი ქვეყნების სამხედრო აკადემიებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია