ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრანტებისთვის დავით თევზაძის ლექცია ჩატარდა
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ „მოწვეული საპატიო სტუმრის” პროგრამის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით თევზაძეს უმასპინძლა.
შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს Army Hall-ში მაგისტრანტებისთვის გაიმართა, რომელსაც აკადემიის რექტორის მოადგილე, პოლკოვნიკი დავით რაზმაძე, მაგისტრატურის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი იოსებ ჯაფარიძე და მაგისტრატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე ,,ომი, სტრატეგია, უსაფრთხოება”. მან მაგისტრანტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება სტრატეგიის პრინციპებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. შეხვედრამ საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
შეხვედრის ბოლოს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ მოწვეულ სტუმარს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
„მოწვეული საპატიო სტუმრის“ პროგრამა სამაგისტრო პროგრამების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს, მაგისტრატურაში სტრატეგიული დონის თანამდებობის პირებისა და კვალიფიციური ექსპერტების მოწვევას.
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა
by ეროვნული თავდაცვის აკადემია