ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღება დაიწყო
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2016/09/საკანდიდატო-კურსი-458x257.jpg)
სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღება დაიწყო. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან:
1. სამედიცინო უმაღლესი განათლების მქონე ქვემოთ დასახელებული სპეციალობების კანდიდატები:
1.1 დიპლომირებული მედიკოსი (ერთსაფეხურიანი);
1.2 დიპლომირებული სტომატოლოგი (ერთსაფეხურიანი);
1.3 ფარმაცია;
1.4 სამკურნალო საქმის სერტიფიცირებული სპეციალისტი და სერტიფიცირებული სტომატოლოგი (ერთდროულად თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგია).
2. კურსზე დაიშვებიან:
2.1 ექიმის შესაბამისი ლიცენზიის არმქონე კანდიდატები 32 წლის ასაკის ჩათვლით;
2.2 ექიმის შესაბამისი ლიცენზიის მქონე კანდიდატები 35 წლის ასაკის ჩათვლით;
2.3 საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე;
2.4 რეზერვში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები და მიჩმანები);
2.5 საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში მყოფი რიგითები, კაპრალები და სერჟანტები.
3. კანდიდატები აკადემიაში ჩარიცხვამდე გაივლიან შერჩევის ოთხ ეტაპს:
3.1 ფიზიკური მომზადების ტესტირება;
3.2 გასაუბრება (გასაუბრება მოიცავს ინტერვიუს და ფსიქოლოგიურ ტესტირებას);
3.3 სამედიცინო შემოწმება;
3.4 გამოცდა ზოგად უნარებში.
4. ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე ჩარიცხული მსმენელები აფორმებენ კონტრაქტს, (გარდა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისა) რომლის ვადა შეადგენს მსმენელად ყოფნის პერიოდისა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს.
4.1 მსმენელის მიერ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობის შემთხვევა არ წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის ოქტომბრის თვიდან შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-5 კილომეტრი. საკონტაქტო ტელეფონი 2-30-52-85; 577 39-01-94; 595 05-03-94.
საბუთების ნუსხა:
- განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
- ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
- დაბადების მოწმობის ასლი – 2 ეგზ.
- ქორწინების მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
- ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და-ძმა) – 2 ეგზ.
- შვილების დაბადების მოწმობის ასლები – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
- ცნობა პენსიის შესახებ – 2 ეგზ.
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ – 2 ეგზ.
- დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან) – 2 ეგზ.
- ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ – 2 ეგზ.
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა) – 2 ეგზ.
- პირადობის მოწმობა (დედანი), ასლი – 2 ეგზ.
- ფოტოსურათი 3X4-ზე – 6 ცალი
- ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია დისკზე ჩაწერილი – 1 ც.
- საქაღალდე (მუყაოს) – 2 ეგზ.
შენიშვნა:
რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთი (დედანი) ასლი – 2 ეგზ.
წვევამდელებმა უნდა წარმოადგინონ წვევამდელის მოწმობა (დედანი) ასლი – 2 ეგზ.
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
-
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია