„თებერვლის ბოლოდან ყურადღებით იყავით“ – როდის დაიწყება გამოცდებისთვის რეგისტრაცია 2025 წლის აბიტურიენტებისთვის
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციას უმაღლესში სწავლის გაგრძელების მსურველი პირები მარტის დასაწყისში უნდა ელოდონ.
როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 თებერვალს განუცხადეს, აბიტურიენტები ყურადღებით უნდა იყვნენ თებერვლის ბოლოდან.
მათივე ცნობით, ზაფხულის გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყებასთან ერთად გამოქვეყნდება აბიტურიენტის ცნობარიც.
რა ინფორმაციებს მოიცავს აბიტურიენტის ცნობარი:
ცნობარში მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
ასევე იხილეთ:
2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი და 10 000-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი – სტატისტიკაზე თამარ მემანიშვილი საუბრობს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე