სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი საერთაშორისო B.S.LAB-ის სამეცნიერო საბჭოს წევრი გახდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამთა მიქაბერიძე B.S.LAB-ის (Business System Laboratory) სამეცნიერო საბჭოს წევრი გახდა!
B.S.LAB არის იტალიაში ბაზირებული საერთაშორისო კვლევითი ქსელი, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს ბიზნესის, ეკონომიკისა და სისტემური აზროვნების სფეროებში. ორგანიზაცია ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებასა და მეცნიერების ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას.
ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ნათლად წარმოაჩენს ფაკულტეტის მაღალ აკადემიურ სტანდარტებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო აღიარებას.
აღნიშნულიწარმატება კიდევ უფრო გააძლიერებს ფაკულტეტის საერთაშორისო კავშირებს და გახსნის ახალ შესაძლებლობებს როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტებისთვის.
გულითადად ვულოცავთ პროფესორ თამთა მიქაბერიძეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას!
-
„ციფრული სახელმწიფოების განვითარება: ესტონეთის მოდელი და საქართველოს გზა“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
25 თებერვალს საბაუნიში სამეცნიერო კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„რელიგია, ნაციონალიზმი და სახელმწიფო“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართება
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი