22 თებერვალს “ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის მიმართულებით ორი ახალი სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა გაიმართება
22 თებერვალს, 14:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის დეპარტამენტის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, ორი ახალი სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა გაიმართება.
გიორგი ჭეიშვილის ავტორობით გამოცემული კრებული “სანახებნი ქართლისანი, ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევები“ – კრებულში გაერთიანებულია საქართველოს ისტორიული საზღვრების პრობლემატიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო სტატიები, რომლის უკანასკნელი რუბრიკაც თანამედროვე საისტორიო მეცნიერებაში დამკვიდრებული ტრადიციული ისტორიულ-გეოგრაფიული კონცეპტების ანალიზსა და კრიტიკას ეთმობა.
წიგნი “ღართისკარი, დედაქალაქობისდროინდელი მცხეთის ჩრდილოეთი კარიბჭე“, ავტორები: ვახტანგ ნიკოლაიშვილი, მერაბ ძნელაძე, გოდერძი ნარიმანიშვილი – წიგნში განხილულია 1979-1989 წლებში მცხეთის ტერიტორიაზე, ღართისკარში გამოვლენილი ანტიკური ხანის ციხესიმაგრეზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგები. ნაშრომი ეძღვნება ქართველი არქეოლოგის ვახტანგ ნიკოლაიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავს.
მისამართი: გურამიშვილის გამზირი N76, “ევროპის უნივერსიტეტი”, მე-5 სართული, ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზი.
დასწრება თავისუფალია.
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი “ევროპის უნივერსიტეტს” სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს, რაულ ქირიას შეხვდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ესეების კონკურსის – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი