“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ლაივ საფორთს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
11 თებერვალს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და IT კომპანია „ლაივ საფორთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და კომპანია „ლაივ საფორთის“ ადმინისტრაციისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ გოგალაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი, რომელიც მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს, კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ფარგლებში გაფორმდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი აქტივობები დაგეგმეს და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, კომპანია „ლაივ საფორთში“ დასაქმებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ კვლავ „QS წამყვანი უნივერსიტეტების“ სარეიტინგო სიაშია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ გოგონათა ფრენბურთის გუნდი 2026 წლის თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ სტაჟირებას გადიან
by ევროპის უნივერსიტეტი