სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა პოლონეთის განათლების სამინისტროს კვლევითი გრანტი – PROM მოიპოვა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის (საბაუნი) სამართლის ფაკულტეტმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება მოიპოვა – პოლონეთის განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებული კვლევითი გრანტი PROM.
გრანტის ფარგლებში, სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი გორაძე, პროფესორი სიმონ ტაკაშვილი და სამართლის დოქტორანტი გვანცა ჭინჭარაული კვლევით საქმიანობას განახორციელებენ ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
PROM პროგრამა პოლონეთის განათლების სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას ემსახურება. აღნიშნული გრანტი კიდევ უფრო გააძლიერებს სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლების საერთაშორისო ჩართულობას და ხელს შეუწყობს კვლევების განვითარებას.
საბაუნი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო აკადემიური ქსელის გაფართოებას და სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
ვულოცავთ სამართლის ფაკულტეტს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კვლევით საქმიანობაში!
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი