GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის უფროსი ლეიტენანტი ამჟამად წარმატებით გადის სასწავლო კურსს აშშ-ის თავდაცვის ენის ინსტიტუტში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი ქავთარაძე ამჟამად წარმატებით გადის სასწავლო კურსს ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის ენის ინსტიტუტში (DLI), საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და ტრენინგის (IMET) კურსის ფარგლებში, რომლის დასრულების შემდგომ გააგრძელებს სწავლას საკარიერო კურსზე.

აღნიშნული ტრენინგ-კურსის მიმდინარეობის პროცესში, თავდაცვის ენის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უფროს ლეიტენანტ გიორგი ქავთარაძეს, ჩამოართვეს ინტერვიუ, რომელიც შეეხო ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას, პარტნიორობის მნიშვნელობას და კულტურულ ფასეულობებს. გარდა ამისა, მან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, თუ რა მიმართულებით გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სამომავლო კარიერაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური