ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსვლელი ქულები – რომელია რთული ვარიანტები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური გამსვლელი ქულები ტესტების ვარიანტების მიხედვით. ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, ინგლისური ენა, გეოგრაფია და ისტორია – ამ საგნების კონკრეტულ ვარიანტებში გადამლახავმა ბარიერმა დაიწია. შესაბამისად ცნობილი გახდა თუ რომელი ვარიანტები დასახელდა რთულად.
იხილეთ მინიმალური გამსვლელი ქულები ტესტების ვარიანტების მიხედვით
აღნიშნული ინფორმაციით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამსვლელი ქულა 21 იყო, ეს გამსვლელი ქულა შენარჩუნდა მხოლოდ III ვარიანტში, რაც შეეხება დანარჩენ 3 ვარიანტს, აქ ბარიერებმა დაიწია. რთულ ვარიანტად კი I დასახელდა, გამსვლელი ქულით – 16.
ზოგადი უნარების გამოცდაში რთულ ვარიანტად II ვარიანტი დასახელდა და აქ გამსვლელმა ქულამ 22-მდე დაიწია.
რაც შეეხება ინგლისურ ენას, გამსვლელი ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ვარიანტი -17 ქულა, II ვარიანტი – 16 ქულა, III ვარიანტი – 19 ქულა, IV ვარიანტი – 15 ქულა. შესაბამისად, რთულ ვარიანტად მე-4 დასახელდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციით, გეოგრაფიის გამოცდის რთულ ვარიანტად II დასახელდა და აქ ბარიერმა 13-მდე დაიწია, ხოლო ისტორიის გამოცდაში პირიქით, I ვარიანტი რთულად დასახელდა და გადამლახავ ბარიერად 17 ქულა დაწესდა.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2026 წლის აბიტურიენტების 96% ინგლისურ ენას აბარებს – რომელი დავალება რამდენ ქულიანია
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილე საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებს
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი